როგორ მივეჩვიოთ ბევრი წყლის დალევას? 10 რჩევა, რომელიც ამ პროცესს გაგიადვილებთ

1. მიეჩვიეთ წყლის დალევას სხვადასხვა ქმედებების წინ, მაგალითად: დილით, სახლის გასვლის წინ, ძილის წინ და ა.შ.;

2. ბოთლით წყალი ყოველთვის თან ატარეთ;

3. წყლით სავსე ჭიქა სამუშაო მაგიდაზე დადეთ და ხშირად მოყლუპეთ;

4. წყალი უფრო გემრიელი რომ გახადოთ დაუმატეთ ლიმონი და ფორთოხალი;

5. წყალი გაყინეთ და წყლის პატარა კუბიკები კამფეტივით მიირთვით;

6. ყველანაირ გამაგრილებელ სასმელს დაუმატეთ ყინულის კუბიკები;

7. სამსახურში წასვლისას ორლიტრიანი ბოთლი წაიღეთ და ეცადეთ სახლში დაბრუნებამდე დაცალოთ;

8. რიტუალი ჩაატარეთ: ყოველი ჭამის წინ დალიეთ წყალი;

9. თუ წონაში დაკლება გსურთ თბილი წყალი სვით ხშირად და რაც მეტ ცხიმს მიიღებთ მით მეტი წყალი დალიეთ;

10. ტელეფონში ჩაიწერეთ რომ ყოველ საათში წყალი უნდა დალიოთ და ტელეფონის შეხსენებისთანავე მიირთვით.

Facebook კომენტარები