ღმერთს არ შეეძლო ყველგან ერთდროულად ყოფნა. ამიტომ შექმნა ბებია და ბაბუა. შვილიშვილის აღზრდა ბებიასა და ბაბუასთან კი ნამდვილად ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც შეგვიძლია მათ გავუკეთოთ.

ბებია და ბაბუა – უსაფრთხო ნავსაყუდელი

  • ყველა მშობელს სურს ჭკვიანი ბავშვების აღზრდა, რომლებიც კარგად სწავლობენ და წარმატებებს მიაღწევენ ცხოვრებაში. მათი დავალებაა აგრეთვე იმის ახსნა, თუ რა არის სწორი და რა არა, თუმცა ხშირად ბრძნულ საუბრებზე მოთმინების უნარს კარგავენ, მით უმეტეს მაშინ, როცა ბავშვები არ უსმენენ. შედეგად კი ზოგიერთი ემოციურ ფონზე ხმის

    ტემბრსაც უმატებს, რაც ბავშვს უფრო მეტი დაუმორჩილებლობისკენ უბიძგებს. ამ დროს ბებია და ბაბუა ბევრად მშვიდად უდგებიან საკითხებს. იქნებ იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად უფრო ბრძენდება ადამიანი ან საკუთარ შვილზე უკვე გამოიარა ეს ყველაფერი? ასეა თუ ისე, ბავშვები ასეთ დროს ბებიებისა და

  •  ბაბუებისკენ გარბიან სანუგეშოდ. შედეგად კი ხდება ის, რომ წყნარად ნათქვამი ინფორმაცია მათთვის სწრაფად მისაღები და აღსაქმელი ხდება. აი, რატომ არის შვილიშვილისთვის უსაფრთხო ნავსაყუდელი ბებიასთან და ბაბუასთან.

ბებიას და ბაბუას ერთი მშობლის ჩანაცვლება შეუძლიათ

  • სიტუაცია, როცა ერთ-ერთმა მშობელმა მიატოვა ოჯახი, ბავშვს ყოველთვის დიდ ტრავმას აყენებს. სწორედ ამ დროს დასახმარებლად ბებია და ბაბუა მოდიან. მაგალითად, ბაბუას შეუძლია გახდეს მისაბაძი მაგალითი მაშინ, როცა მამის გარეშე იზრდება ბავშვი; ან პირიქით, ბებია გახდეს დედის მიტოვების შემთხვევაში.

ისინი ხდებიან თქვენი შვილებისთვის მინდობილი პირები

  • როგორც უნდა ეცადოთ, ბავშვები ინფორმაციისა და გულახდილი საუბრებისთვის ბებიას და ბაბუას ირჩევენ. შესაძლოა, მათ ეშინიათ, როგორ მიიღებს მშობელი მის მოსაზრებას ან საიდუმლოს. აქედან გამომდინარე, მინდობილ პირებად ბებიები და ბაბუები გვევლინებიან, ვინაიდან ისინი მშვიდად უსმენენ და რჩევებსაც არ ახვევენ თავზე, ხოლო, როცა ეუბნებიან, “მოუყევი დედას და მამას”, ეს ბავშვს უფრო მეტ თავდაჯერებულობას მატებს. კარგია, როცა ბავშვი უფროსს მიმართავს ისეთ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს, ეს კი შედეგად ეხმარება პრობლემის მსუბუქად გადაჭრაში.

ბებია და ბაბუა შვილიშვილს წარსულის გააზრებაში ეხმარებიან

  • კარგია, როცა აღზრდაში ბებია და ბაბუაც არიან ჩართულნი, ვინაიდან ბავშვი ნდობით ივსება და უკვე ყურადღებას აქცევს ისეთ შეცდომებს, რომლებიც მასზე ბევრად უფროსმა თაობამ გამოიარა, ეს კი უწყობს ხელს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ბებიებთან და ბაბუებთან ცხოვრება ისტორიის გაკვეთილებსა და წიგნებში წაკითხულ რომანებზე ბევრად მეტის მომცემია, ვინაიდან მათი მონათხრობი ბავშვისთვის უფრო რეალისტურია და უკეთესი ცხოვრებისთვის წარსულის შეცდომების რეალიზება უწევს.

როგორ მოვიქცეთ, თუკი ბებია და ბაბუა შორს არიან?

      • თუკი სხვა ქალაქში ცხოვრობთ, კარგია ვიდეოზარები ყოველკვირეულად, რაც თანამედროვე ტექნოლოგიის მეშვეობით მარტივი მისაღწევია. შვებულებების და დასვენების დღეების დაგეგმვა უკეთესია ბებიის და ბაბუის გარემოცვაში. ასე ბავშვი მოახდენს მთელი კვირის განმავლობაში დაგროვებული ინფორმაციის მათთვის გაზიარებას, დაწყებული სკოლაში შესრულებული ნახატებით, დასრულებული სასკოლო პროექტებით. ხოლო თუკი ახლოს ცხოვრობენ თქვენი მშობლები, შეეცადეთ, საღამოობით ესტუმროთ მათ და შეუწყოთ ხელი ბებიასა და ბაბუას შვილიშვილთან მჭიდრო კომუნიკაციისა და კავშირის შენარჩუნებას.
Facebook კომენტარები