გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას ყველაზე მეტად ცხოვრების ჯანსაღი წესი განაპირობებს. მიიღეთ შემდეგი სამკურნალო მცენარეები და იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრებით.

კუნელი

კუნელი ორგანიზმს იცავს ანგინისგან, მაღალი წნევისგან, კუჭის აშლისგან, გულის უკმარისობისგან და ათეროსკლეროზისგან. ის უამრავ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რაც სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს და სისხლძარღვებს ამაგრებს. ის ამცირებს გულის ქრონიკული დაავადებების სიმპტომებსაც.

კაკაო

კაკაოს ექსტრაქტი ორგანიმზში სისხლის მიმოქცევას მკვეთრად აუმჯობესებს. ის მაგნიუმის საბადოა, რაც სტრესის დონის შემცირებასაც უწყობს ხელს. ის, ასევე, იცავს ორგანიზმს სხვადასხვა კარდიოვასკულარული დაავადებებით დასნეულებისგან. შავი შოკოლადი გულისთვის ძალიან სასარგებლოა, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ის არ შეიცავს შაქარს, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს გულსა და მთელ ორგანიზმზე.

პილპილი

პილპილი კიდევ ერთი ინგრედიენტია, რომელიც სისხლის სწორად მიმოქცევის პროცესს წარმართავს. ის ამშვიდებს გულს და ანელებს პულსაციას. პილპილი შლის ტოქსინებს, აღადგენს სისხლში შემავალ უჯრედებს, ასევე, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

ნიორი

თურმე, ეგვიპტელებს ნივრის წამლად გამოყენების უამრავი გზა ჰქონდათ. ქოლესტერინის დონეს სწორედაც რომ ნიორი აკონტროლებს. ნივრის ერთი კბილიც კი, ხელს უშლის თრომბოციტების დონის აწევას.

ეს ინგრედიენტები, სწორ კვებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად, საოცარ შედეგს იძლევა.

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Hard.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Hard.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები