მუმიო – უნიკალური პროდუქტია, რომელიც ალთაის მთებში მოიპოვება და უკვე 3 000-ზე მეტი წელია ადამიანები მას სამკურნალო დანიშნულებით წარმეტებულად იყენებენ. მუმიოს გააჩნია ქსოვილის აღდგენის ფუნქცია, გამოირჩევა ანიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. მისი შეძენა მწვანე აფთიაქებში შეგიძლიათ.

მუმიო სტრიების წინააღმდეგ

სტრიების მოსაშორებლად აიღეთ ბავშვის ნებისმიერი კრემი, 4 გრ. მუმიო და აურიეთ ერთმანეთში ისე, რომ ერთიანი მასა გახდეს. ნაზავი 4 თვის განმავლობაში უნდა ისვათ, რომ სრულყოფილი შედეგი ნახოთ. გამოყენებიდან 1 თვეში კი კანის ცვლილება უკვე შესამჩნევი იქნება. მისი გამოყენება ორსულებს და მეძუძურ დედებსაც შეუძლიათ.

მუმიო თმისთვის

თუ თმა გცვივათ აიღეთ მუმიოს 10%-იანი ხსნარი და თმის ძირებზე შეიზილეთ. გაიჩერეთ თმაზე 1 საათი და შემდეგ ჩამოიბანეთ. მკურნალობის კურსი 4 კვირის განმავლობაში გრძელდება.

მუმიო სახის კანისთვის

1 ს/კ სახის კრემი და 14 გრ. მუმიო ერთმანეთს შეურიეთ. ნაზავი ძილის წინ 15 წუთით ადრე წაისვით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კანის დასარბილებლად აიღეთ 1 ჩ/კ მუმიო, 2 ს/კ გვირილა და 100 მლ. წყალი. ყველა ეს ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ და 3 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე დადგით. ნიღაბი დღის ნებისმიერ მონაკვეთში წაისვით და გაიჩერეთ მხოლოდ 15-20 წუთით.

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Hard.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Hard.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები