იცოდით, რომ კარტოფილის წვენი ბევრ წამალზე ეფექტურია? დამტკიცებულია, რომ მას შუძლია კიბოსთან, დიაბეტთან და სხვა სერიოზულ დაავადებასთან ბრძოლა.

უმი კარტოფილის სასარგებლო თვისებების შესახებ ხალხურმა მედიცინამ დიდი ხანია იცის, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ მას უმ მდგომარეობაში არ მივირთმევთ, ეს კი, შეცდომაა. ასევე ამბობენ, რომ კარტოფილის კანი შხამიან ნივთიერებებს შეიცავს. სინამდვილეში, ორგანული კარტოფილის კანი, ჯანმრთელობისთვის არავითარ მავნე ნივთიერებას არ შეიცავს. საფრთხე სოლანინშია–შხამი, რომელიც კარტოფილის მწვანე ნაწილებში არის. თუმცა, ჩვენ ამ ნაწილის მოჭრა, ან კარტოფილის გაფცქვნა შეგვიძლია.

კარტოფილის წვენის სასარგებლო თვისებებზე ბევრმა ისაუბრა–მაგალითად, ჯონ ლისინდერმა და ჯონ ტუსაკოვმა. ლესინდერის აზრით, კარტოფილის წვენი ბუნებრივი წამალია გასტრიტის მკურნალობის დროს. ის გირჩევთ კარტოფილის წვენის 1 ს/კ და ცოტა წყალი შეურიოთ ერთმანეთს და მიიღოთ საუზმემდე, ლანჩამდე და სადილამდე ნახევარი საათით ადრე.

ხოლო თორმეტგოჯა ნაწლავის, კუჭის მკურნალობისას, მიიღეთ კარტოფილის წვენის 50 მილიგრამი უზმოზე და 50 მილიგრამი ლანჩამდე და სადილამდე ნახევარი საათით ადრე.

ექიმ ჯონ ტუსაკოვის აზრით, კარტოფილის წვენი სასარგებლოა სისხლში შაქრის დონის შემცირებისთვის, ფილტვების და რესპირატორული დაავადების მკურნალობისთვის და ისეთი დაავადების მკურნალობისთვის, როგორიცაა ემფიზემა.

რაც შეეხება კიბოს, აკიტას (იაპონია) სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა უმი კარტოფილის სუბსტანცია გამოჰყო, რომელიც ეფექტურად ებრძვის სიმსივნის უჯრედებს თაგვებში. კვლევის შედეგები კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო კონგრესზეც გამოქვეყნდა, რომელიც გერმანიაში გაიმართა.

ასე კარტოფილი ეფექტურად ებრძვის თირკმელების და ღვიძლის დაავადებებს, გულის დაავადებებს, მაღალ არტერიულ წნევას, დიაბეტს, რევმატიზმს. უმი კარტოფილის წვენი ასევე სასარგებლოა იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის.

თუ თავს დაღლილად, ან სუსტად გრძნობთ, დალიეთ 1 საშუალო კარტოფილისგან, სტაფილოსგან და ვაშლებისგან მომზადებული წვენი დღეში ერთხელ.

კარტოფილის წვენის უპირატესობები

ამაღლებს იმუნიტეტს
ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს
კურნავს კანის დაავადებებს
ებრძვის კიბოს
სასარგებლოა გასტრიტის და კუჭთან სხვა პრობლემების დროს
სისხლში შაქრის დონეს ამცირებს
არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კარგი პრევენცია

კარტოფილი ასევე ცელულიტს ებრძვის.

როგორ მოვამზადოთ?
ეს ძალიან მარტივია. მოაშორეთ კარტოფილს მწვანე ნაწილები. დაჭერით ის თხელ ნაჭრებად, შეიხვიეთ ქსოვილით და წვენი გამოწურეთ. შეგიძლიათ წვენსაწური გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ კარტოფილის წვენი სხვა ნატურალურ წვენებს შეურიოთ, მაგალითად ვაშლის, სტაფილოს, ლიმონის წვენს და თაფლს.

Facebook კომენტარები