ჯანსაღ საკვებს შორის ნიორი ერთ-ერთი ლიდერია. მთელს სოფლიოში ადამიანები უამრავ კერძს ამზადებენ ნიორის გამოყენებით, მაგრამ საუკეთესო მაინც უმი ნიორის ჭამაა. ის დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, არეგულირებს სისხლის წნევას, ამცირებს გულ-სისხძარღვთა დაავადებების რისკს, ეხმარება ღვიძლს, კურნავს დიარეას და ა.შ.

ნიორს აქვს უნარი გაასუფთაოს მთელი ორგანიზმი პარაზიტების და მიკრობებისგან, გარდა ამისა ამცირებს დიაბეტისა და კიბოს რისკს.
გამოყენებამდე გაითვალისწინეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნიორზე ალერგიულები არიან, თუ ნიორის მიღების დროს გრძნობთ თავის ტკივილს და მომატებულ ტემპერატურას, აუცილებლად შეწყვიტეთ მისი მიღება!როგორ გამოვიყენოთ ნიორი?

ნიორის უმად გამოყენება მასში შემავალი ინგრედიენტის-ალიცინის გამოა საჭირო. უბრალოდ დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ ნიორი , გააჩერეთ 15 წუთით და შეჭამეთ. რაც შეეხება უზმოზე ჭამას, ამ დროს თქვენი ორგანიზმი მიღებულ ნიორს ბევრად უფრო სწრაფად გადაამუშავებს და შედარებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას მიიღებს მისგან.

ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ ნიორისა და თაფლის კომბინაცია. აიღეთ 2-3 კბილი ნიორი, დააქუცმაცეთ, აურიეთ 1 ს/კ თაფლთან ერთად და მიიღეთ უზმოზე. ეფექტური შედეგის მისაღებად გაიმეორეთ რამდენიმე დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ შეისვენეთ.
როგორ მუნდა მოამზადოთ გაციების საწინააღმდეგო ნივრის ტონიკი ?
აუცილებლად გამოყენეთ ხელთათმანები.

ინგრედიენტები:

– ½ წვრილად დაჭრილი ხახვი
– 5 კბილი ნიორი (დაბლენდერებული)
– ლიმონის წვენი
– 1 ს/კ ჯინჯერი (დაქუცმაცებული)
– ვაშლის ძმარი
– 2 წითელი წიწაკა (დაქუცმაცებული)

მომზადება:

თქვენ დაგჭირდებათ 500 მგ მოცულობის შუშის ჭურჭელი, ჩაყარეთ მასში ხახვი, დაუმატეთ ნიორი, წიწაკა და ჯინჯერი. ცალკე გამოწურული ლიმონის წვენი მოასხით ჩამოთვლილ ინგრედიენტებს. დაუმატეთ ვაშლის ძმარი და დატოვეთ ჭურჭელში მხოლოდ 1 სანტიმეტრის სიმაღლის სივრცე. დაახურეთ ჭურჭელს თავსაფარი და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილზე.
ეს მიქსტურა დაგეხმარებათ გაციების და ყელის ტკივილის დროს.

Facebook კომენტარები