სმენის დაქვეითება სერიოზული დაავადებაა და განკურნებას არ ექვემდებარება. საშინელებაა თანდაყოლილი სიყრუე, მაგრამ უფრო საშინელებაა, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი კარგავს სმენას.სმენა შეიძლება დაქვეითდეს გაციების დროს. აუცილებელია ამ დროს მას სასწრაფოდ ვუმკურნალოთ და დავიცვათ ჰიგიენა. ყურის წმენდაც აუცილებელია.როგორ გავიუმჯობესოთ სმენა?: სმენის გასაუმჯობესებლად ხალხური მეთოდები გვეხმარება. გაეცანით ყველაზე ეფექტურ საშუალებებს:

თაფლი და დარიჩინი: თანაბარი პროპორციით შეურიეთ თაფლი და დარიჩინი. მიღებული მასა ყოველდღე უნდა ჭამოთ, საკმარისია 3 სუფრის კოვზი დღეში. ეს საშუალება დაგეხმარებათ, უფრო მახვილი სმენა გქონდეთ.

წითელი ღვინო და მწვანე ჩაი: წითელი ღვინო და ასევე მწვანე ჩაი უამრავ ანტიოქსიდანტს შეიცავს. ისინი იცავენ თმებს, რომლებიც ყურშია. ამ უკანასკნელის ფუნქცია კი უმნიშვნელოვანესია – ისინი ბარიერები არიან მიკრობებისთვის, რომლებიც სმენის დაკარგვას იწვევენ.

ნიორი:
სიცილიაში ნიორი უნივერსალური საშუალებაა ყველა დაავადების სამკურნალოდ. სმენის გასაუმჯობესებლად ნივრის რამდენიმე კბილი გამოწურეთ, აურიეთ ზეითუნის ზეთში, შემდეგ მარლაში გაახვიეთ. ყოველდღე ორჯერ ყურში 3-4 წვეთი ჩაიწურეთ. აუცილებელია ამ პროცედურის მერე ყურები ბამბის ტამპონით დაფაროთ.

წითელი ხახვისა და ნივრის წვენი: შეურიეთ 30 მლ წითელი ხახვის წვენი და 30 მლ ნივრის წვენი ერთმანეთს. მიღებული ნარევი უნდა დალიოთ ყოველდღე რამდენჯერმე. შედეგს მალე შეამჩნევთ.

ასევე სასარგებლოა მასაჟიც, რომელიც მოგიხსნით სმენასთან დაკავშირებულ დისკომფორტს.

აუცილებლად სანახავი:თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან.

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები