C ვიტამინი, იგივე ასკორბინის მჟავა უამრავ პროდუქტში მოიპოვება. ექსპერტების თქმით, თითქმის ყველა ხილი და ბისტნეული გარკვეული დოზით მაინც შეიცავს ამ ვიტამინს. განსაკუთრებით მდიდარია ციტრუსები, კივი, გუავა, პაპაია, მანგო, კენკრა, ბროკოლი, კარტოფილი, კომბოსტო და მწვანე ფურცლები.თუ თქვენ C ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, ეს იმას ნიშნვას, რომ არასწორად იკვებებით და საჭიროა ამის დაბალნსება!C ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას,ძვლების ქსოვილებს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და გარდა ამისა, სწორედ ასკორბინის მჟავა ეხმარება ორგანიზმს რკინის შეთვისებაში. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჭირო რაოდენობით მიიღოთ C ვიტამინი და მისი დეფიციტის პირველივე სიმპტომებისთანავე მიხედოთ კვებას.

სიმპტომები:

წონის კლება_ უამრავ ადამიანს სურს ზედმეტი კილოგრამების მოშორება, თუმცა C ვიტამინის ნაკლებობის გამო კლება სულაც არ არის სასიხარულო, ეს მიუთითებს, რომ სასწრაფოდ უნდა შეივსოთ მარაგი, რათა მოძლიერდეთ.

დაღლილობის შეგრძნება_ სისუსტე უამრავი ჯანმრთელობის პრობლემით შეიძლება იყოს გამოწვეული, ერთ -ერთია C ვიტამინის ნაკლებობაც. თუ ამჩნევთ, რომ ვეღარ უმკლავდებით გონებრივ და ფსიქიკურ დავალებებს, იღლებით და უენერგიოთ ხართ, დროა სპეციალური დიეტა შეიმუშაოთ!

ხასიათის ცვლილება_
ერთ წამს სიხარული, მეორე წამს კი მოწყენილობა შესაძოა C ვიტამინის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. იმისათვის რომ გახდეთ უფრო ნაკლებად ცვალებადი და გარშემომყოფებიც არ დაღალოთ, მიიღეთ პროდუქტი, რომელიც ამ დეფიციტს შეგივსებთ.

სუსტი იმუნური სისტემა_ ვიტამინი C იმუნური სისტემის მთავარი ელემენტია, მისის ნაკლებობით თქვენ დაუცველი გახდებით ვირუსებისა და გაციების პირისპირ. გარდა ამისა, შესაძლოა შეგაწუხოთ გამუდმებულმა ალერგიებმა და ინფექციებმა, უბრალოდ მიიღეთ ასკორბინის მჟავას დღიური ნორმა და დაიბრუნეთ სიმტკიცე.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს.

Facebook კომენტარები