ორსულობა მოქმედებს ქალის იმუნურ სისტემაზე, ამიტომაც, დედა და ბავშვი უფრო იოლად ავადდებიან ვირუსებით, რომლებიც იწვევს ინფექციურ-ტოქსიკურ დაავადებას. მაშინაც კი, როდესაც თავს კარგად გრძნობთ, ზოგიერთმა „მწერმა“ შესაძლოა, პატარას სენი გადასდოს და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ბავშვი, ასევე, მგრძნობიარეა ტოქსინების მიმართ, რომელთაც ის საკვები შეიცავს, რომელსაც მიირთმევთ.თქვენ იცით, რომ ჯანსაღი საკვები უნდა მიიღოთ, მაგრამ რომელი პროდუქტი არ უნდა მიირთვათ, რათა პატარა ჯანმრთელი იყოს?

ესენია:

ყველი – თეთრი დაობებული კანით, როგორიც არის თხის ყველი. ასევე, კამამბერი. რატომ? ისინი შესაძლოა, იყოს არაპასტერიზებული და დაბინძურებული ბაქტერიით, რომელიც საკვების მომწამვლელობას იწვევს. ორსული ქალის იმუნური სისტემა შესუსტებულია, ამიტომაც ის იოლად იწამლება საკვებით, რამაც ორსულობის პირველ თვეებში შესაძლოა, მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.

კვერცხი, ხორცი – ეს პროდუქტების ბაქტერიების წყაროა. ისინი აუცილებლად სწორად უნდა იყოს მომზადებული. არავინ არ ამბობს იმას, რომ კვერცხი არ უნდა მიიართვათ, რომელიც დიდი რაოდენობით პროტეინს შეიცავს. მაგრამ კვერცხი, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, დაბინძურებული იყოს სალმონელათი (ბაქტერია), რომელიც ფეხმძიმე ქალისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანებისთვის. შეიძინეთ მხოლოდ გაყინული კვერცხი და აუცილებლად გადაყარეთ თუ მისი ნაჭუჭი დასვრილი იქნება. არ მიირთვათ თოხლო კვერცხი, არც სალათი: „ცეზარი“, თუ ის კარგად მოხარშულ კვერცხს არ შეიცავს, ასევე, არაპასტერიზებული ეგნოგი და სახლში მომზადებული ნაყინი; როდესაც სახლში მოამზადებთ ღორის, საქონლის ან ცხვრის ხორცს, ისინი საშუალო ცეცხლზე მოამზადეთ. ხორცი შეიძლება, შეიცავდეს ტოქსოპლაზმას, ბაქტერიას, რომელიც იწვევს ნაყოფის სიკვდილს ან ჯანმრთელობის პრობლემებს.

ზღვის საკვები – ზღვის საკვები, როგორიცაა ხამანწკები ან სუში, რომელიც მომზადებმადე არ იყო გაყინული, შესაძლოა, თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. უკეთესი იქნება, თუ კვირაში 2 ნაჭერ თინუსზე მეტს არ მიირთმევთ.

ალკოჰოლი – ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად:

ბავშვს შესაძლოა, ჰქონდეს: პატარა თავი, ფართო სახე და ძალიან ვიწრო თვალის ჭრილები.
ბავშვი შესაძლოა, ტანით უფრო პატარა იყოს, ვიდრე თანატოლები.
მას შესაძლოა, სწავლისა და ქცევის პრობლემები გაუჩნდეს.
ჰქონდეს დეფექტები ან კვების პრობლემები.

მძიმე ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მუცლის მოშლა, ნაყოფის სიკვდილი ან ადრეული მშობიარობა.

ყავა – კოფეინი სისხლის წნევას მაღლა წევს და გულისცემას აჩქარებს, ეს კი ორსულობის დროს, სასურველი არ არის. ის, ასევე ახშირებს შარდვას. ეს თქვენი ორგანიზმის სითხისგან დაცლას იწვევს, ამიტომ, შესაძლოა, გაუწყლოებამდე მიხვიდეთ. ასევე, ყავამ შესაძლოა, ბავშვის ძილის რეჟიმზეც იქონიოს გავლენა.

 

Facebook კომენტარები