1. სწორად შეარჩიე კბილის ჯაგრისი
უამრავი სახეობის კბილის ჯაგრისიდან აირჩიე ის, რომელსაც რბილი, პატარა თავი და ხშირი ჯაგრისი აქვს.
პატარა თავი რთულად მისაწვდომ ადგილების მიღწევაში დაგეხმარებთ, ხოლო ხშირი ჯაგრისი – ზედმიწევნით კარგად გაწმენს კბილის ყველა მონაკვეთს. დაიმახსოვრე, შენი ამოცანაა – მოაშორო ჭუჭყი არა მხოლოდ კბილის ზედაპირს, არამედ კბილებს შორის ადგილებსაც, ასევე ღრძილებს – სწორედ იქ გროვდება საჭმლის ნარჩენები, რაც პირში უსიამოვნო სუნის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია .2. გამოიყენე ფთორისშემცველი კბილის პასტა
ფთორი – არის ნივთირება, რომელიც ამაგრებს კბილის ემალს და შესაბამისად ის კბილებს უნარჩუნებს ჯანმრთელობას. თითქმის ყველა კბილის პასტა შეიცავს ფთორს. ჯანმრთელი კბილები კი ჯანმრთელი სუნთქვაა.

3. ჭამე ბევრი მწვანილი
ქორფა მწვანილი – ოხრახუში, რეჰანი, კამა, ქინძი და სხვა – შესანიშნავად ებრძვის პირში უსიამოვნო სუნს. პოლიფენოლები, რომელსაც, მაგალითად, რეჰანი შეიცავს, შესანიშნავად ებრძვის ბაქტერიებს. ქლოროფილი – მცენარის პიგმენტია, რომელიც მას მწვანე ფერს აძლევს, – სწორედ ეს ნივთიერება ებრძვის ეფექტურად უსიამო სუნს პირში.

4. იქონიე ენის სპეციალური საწმენდი
მეცნიერებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ბაქტერიების არსებითი ნაწილი (40-დან 70 %-მდე), რაც პირიდან უსიამოვნო სუნის გამომწვევია, სწორედ ენაზე გროვდება. სამწუხაროდ, კბილის ჯაგრისი აქ ვერ გამოგვადგება. ამიტომაც გამოიყენე ენის სპეციალური საწმენდი – ის ბევრად ეფექტურია.

მნიშვნელოვნია: თუ აქ მოცემული რჩევებიდან ყველაფერს აკეთებ, მაგრამ ეფექტს ვერ იღებ, აუცილებლად მიაკითხე გასტროენტეროლოგს – სავარაუდოდ, ცუდი სუნი პირიდან არასწორი ნივთიერებათა ცვლის ბრალია.

 

Facebook კომენტარები