დღევანდელი ცხოვრება ძალიან სწრაფი და დამღლელია! რთული და დაძაბული ცხოვრების რიტმი ჩვენს ჯამრთელობაზეც აისახება! სამწუხაროდ ჩვენ ხშირად იმის დროც არ გვრჩება, რომ საკუთარ სხეულს ოდნავ მაინც მოვუაროთ და მცირე დრო დავუთმოთ ჩვენ ჯამრთელობას. ამ სტატიაში თქვენ ნახავთ იმ მარტივ მოძრაობებს, რომელიც თქვენ სხეულს დაძაბულობასა და ტკივილს მოუხსნის! თავს ნამდვილად უკეთ იგრძნობთ და რაც მთავარია ეს ყველაფერი არ წაგართმევთ დიდ დროს!1. გათავისუფლდი ტკივილისგან წელის არეში!

დაჯექით სკამზე და ხელის დახმარებით, თქვენი მუხლი მკერდთან მიიტანეთ! ეცადეთ ამ დროს გამარტული იჯდეთ და ასე 30 წამის განმავლობაში გაჩერდით! შემდეგ კი ნელი მოძრაობით დადგით ფეხი. მსგავსი რამ მეორე ფეხზეც გაიმეორეთ!

2. გაატავისუფფლეთ თქვენი მხრები ტკივილისგან!

ღრმად ჩაისუნთქეთ და მხრები ნელ-ნელა აწიეთ ყურებისკენ. აწეულ მდგომარეობაში გააჩერეთ 3 წამი. მხრები ნელა, ოდნავ წრიული მოძრაობით ჩამოუშვით და ამავდროულად ნელ-ნელა გამოუშვით ჰაერი! გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-ჯერ.

3. გაათავისუფლე ტკივილისგან შენი ტერფები!

ერთი ფეხი დადგი წინ, ხოლო უკანა ფეხი აწიეთ და თითებით შეახეთ იატაკს. შემდეგ მოღუნეთ, სწორედ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები და ოდნავ დააწექით. დაწოლისას იგრძნობთ კუნთის მცირეოდენ დაჭიმვას, სწორედ ამ დროს 30 წამით ფეხი ასეთ მდგომარეობაში გააჩერეთ და შემდეგ ძალია ფრთხილად დაუბრუნეთ საწყის პოზას! ეს ვარჯიში ძალიან ნელა და ფრთხილად უნდა გააკეთოთ. რა თქმა უნდა მეორე ფეხზეც უნდა გაიმეოროთ!

4. გაათავისუფლე მაჯები ტკივილისგან!

გამოწიე ხელები წინ და შეკარი მუშტები. შემდეგ კი ატრიალე ხელები ჯერ მარცხენა მიმართლებით, შემდეგ კი მარჯვენა! თითო მიმართულებით 10-ჯერ!

5. გათავისუფლდი ტკივილისგან მკერდის არეში!

მიიღეთ სურათზე ნაჩვენები პოზა! შემდეგ კი ხელები მაქციმალურად გაწიეთ უკან, ისე რომ თავს არ გაუშვათ ხელი, თითქოს იდაყვების ერთმანეთზე მიდება გსურთ! გაუძელით დაძაბულობას და ასეთ პოზაში გაჩერდით 30 წამი! შემდეგ კი ნელა დაუბრუნეთ ტქვენს იდაყვებს საწყისი პოზიცია!

6. გაათავისუფლე ტკივილისგან ზურგის შუა და ზემო ნაწილი!

ჩაეხუტეთ საკუთარ თავს! ჩაისუნთქეთ ღრმად და გაიმართეთ! შეიკავეთ სუნთქვა 30 წამის განმავლობაში და შემდეგ ნელა დაუბრუნდით საწყის პოზიციას!

7. გათავისუფლდი ტკივილისგან კისრის არეში!

გამართულად დაჯექით სკამზე. ფეხები შეატყუპეთ და აუცილებლად დადგით იატაკზე. შემდეგ გადაწიე თავი მხრებისკენ. როდესაც იგრძნობთ დაძაბულობას 30 წამის გარეშე გაჩერდით მაგ პოზიციაში შემდეგ კი ძალიან ნელა აწიეთ თავი ზემოთ. ანალოგიურ მოძრაობას იმეორებთ მეორე მხარესაც!

loading…

მოგწონთ სტატია?

janmrteloba

Facebook კომენტარები