ხმაურია შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკთან, რომელშიც აქციის მონაწილეები ცდილობენ შესვლას

4286
Loading...

ხმაურია შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკთან. აქციის მონაწილეები საყვირებითა და შეძახილებით პარკში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მეოთხე დღეა, მიმდინარეობს და მასში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ. აქციის პარალელურად, შიმშილობას აგრძელებს სამი პირი.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებენ. აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

Facebook კომენტარები
Loading...