ინგრედიენტები:

კარაქი – 200 გ

შაქარი – 150 გ

კვერცხი – 4 ც.

ქიშმიში – 150 გ

კურაგა – 100 გ

შავი ქლიავი – 100 გ

ნიგოზი ან თხილი – 150 გ

ფქვილი – 300 გ

სოდა – 1 ჩ.კ.

 

მომზადება:

ჩირს დაასხით ცხელი წყალი და დატოვეთ 15 წუთით. კარაქი წვრილად დაჩეხეთ დანით და აურიეთ შაქართან. დაამატეთ კვერცხი და კარგად აურიეთ.

ჩირს გადაავლეთ წყალი და წვრილად დაჭერით. ნიგოზი ან თხილი წვრილად დაჭერით. გადაურიეთ ჩირს და გადაიღეთ კარაქისა და შაქრის ნარევში. დაამატეთ გაცრილი ფქვილი და სოდა. ფქვილი არ მოგივიდეთ ზედმეტი! ცომი უნდა გამოვიდეს, როგორც ძალიან სქელი არაჟანი.

კექსის ფორმას წაუსვით კარაქი, გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და გადაიღეთ მასზე ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთის განმავლობაში. მზადოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

გემრიელად მიირთვით!

Facebook კომენტარები