ეს არის პილინგი სახლის პირობებში, რომელიც უკვალოდ გაგიქრობთ პიგმენტურ ლაქებს:
დაგჭირდებათ:
50 გრ კეფირი;
10-10 აბი ასპირინი და ვიტამინი C.მომზადების წესი:
დაფხვენით წმინდად აბები და ჩაყარეთ კეფირში, კარგად გახსენით. წაისვით მიღებული მასა სახეზე სულ რამდენიმე წუთით (შემდეგ და შემდეგ გაკეთებაზე შეგიძლიათ თითო წუთით გაზარდოთ ნიღბის დადების დრო). შეგიძლიათ წაისვათ მხოლოდ პრობლემურ ადგილებზე.

კანი ოდნავ უნდა აგეწვეთ, მაგრამ თუკი გაუსაძლისად აგეწვათ, მაშინვე ჩამოიბანეთ.
ამ პილინგის შემდეგ არაჩვეულებრივია მკვებავი ნიღბის გაკეთება. მაგალითად, წაისვით უბრალოდ არაჟანი, რომელსაც საოცარი მკვებავი და მათეთრებელი თვისებები აქვს.

ასევე, ძალიან ეფექტურია ნიღაბი ლიმონის წვენით. ყველაზე მარტივია, უბრალოდ, წაისვათ სახეზე გაჭრილი ლიმონი ან 50 გრ თაფლში შეურიოთ 5 წვეთი ლიმონის წვენი. თანდათანობით შეგიძლიათ გაზარდოთ ლიმონის წვენის წვეთები.

Facebook კომენტარები