გამოხრული და გაფუჭებული კბილები ბევრ ადამიანს აწუხებს. კბილი ოთხი ფენისგან შედგება და თუ ეს ფენები დაზიანდა შემდეგ კბილზე პატარა ნახვრეტები ჩნდება და ტკივილის შეგრძნება თანდათან იზრდება.როგორ უნდა უმკურნალოთ გამოხრულ კბილის დანტისტის გარეშე?

იაპონელებმა ამ კითხვაზე პასუხი იპოვეს. მათ აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც კბილის ემალის მსგავსია და მისი საშუალებით პატარა ხვრელის ამოვსება შესაძლებელია. ამ ნივთიერებაში არის დიდი რაოდენობით მჟავა და წყალბადის ზეჟანგი და სანამ მას გამოიყენებთ გირჩევთ კონსულტაცია სტომატოლოგთან გაიაროთ. პროცესის სახლში ჩატარების შემთხვევაში შედეგს 20 წუთში ნახავთ.

აღნიშნული ნივთიერება რა თქმა უნდა ყველგან არ იშოვება და ძირითადად სტომატოლოგებს აქვთ.

მსგავსი რამ არ დაგჭირდებათ თუ კბილებს ხარისხიანი პასტით გაიწმენდთ და პირის ღრუს ანტიბაქტერიული საშუალებებით ყოველდღიურად გაასუფთავებთ. გირჩევთ უფრო ხშირად ისეთი კბილის პასტა გამოიყენოთ, რომელიც ქოქოსის კარაქს შეიცავს. გარდა ამისა მიირთვით ნაკლებად ცხიმიანი, მჟავე და მწარე, გირჩევთ ძირითადად ვიტამინებით სავსე პროდუქტი მიირთვათ, ეს კბილის დაზიანების რისკს საგრძნობლად შეამცირებს.

Facebook კომენტარები