Washing machine and damaged electric heater

სარეცხ მანქანაში დროდადრო ობი (ნადები) ჩნდება. მის მოსაშორებლად შეგიძლიათ ქლორის შემცველი საწმენდი საშუალებები გამოიყენოთ, მაგრამ არსებობს უფრო მარტივი და ეფექტური საშუალება ობის მოსაცილებლად.
ამისათვის მხოლოდ ლიმონის მჟავა დაგჭირდებათ.

ახლა კი მოემზადეთ: სარეცხის მანქანა თავისუფალი უნდა იყოს. დახურეთ კარი და იმ განყოფილებაში, სადაც ჩვეულებრივ სარეცხის ფხვნილს ყრით ხოლმე, 2-3 სადილის კოვზი ლიმონის მჟავა ჩაყარეთ. რეცხვის რეჟიმში უნდა მიუთითოთ უმაღლესი ნიშნული (ჩვეულებრივ ეს 95 გრადუსია), რომელზეც თეთრეულს რეცხავთ. შეგიძლიათ დამატებითი გავლების რეჟიმიც ჩართოთ. გაწურვა არაფერში გჭირდებათ. დააჭირეთ რეცხვის  დაწყების ბრძანების ღილაკს და დაელოდეთ 2-3 საათი. რომლის შემდეგაც სარეცხი მანქანის “ტენიც” და შიდა ზედაპირი ნალექისა და ობისგან სრულიად თავისუფალი იქნება.

Facebook კომენტარები