სიცოცხლის მესამედს ადამიანი ძილისთვის ხარჯავს. ძილის დროს სხეული აღიდგენს ძალებს, ამიტომ საძინებელი ადგილის ხარისხი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ძილის ხარისხს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მაგალითად ზედმეტად რბილმა, დაჭყლეტილმა, უსწორმასწორო მატრასმა შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილის პროვოცირება და არა მარტო ეს.

ცუდი ძილის შემთხვევაში ორგანიზმი ვეღარ აღიდგენს ძალებს, რაღაც მომენტში ადამიანი ამოწურავს თავის რესურსს და გამოვლინდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება და დეპრესია.

მნიშვნელოვანია არა მარტო მატრასის სწორად შერჩევა, არამედ მისი მოვლაც. დროთა განმავლობაში ნებისმიერი მატრასი განიცდის დეფორმაციას. რაც უფრო დაბალი ხარისხისაა მატრასი, მით უფრო სწრაფად ხდება ეს. ამის თავიდან ასაცილებლად დროთა პერიოდულად უნდა გადავაბრუნოთ მატრასი ან შევცვალოთ ახლით. სიხშირე დამოკიდებულია მატრასის ხარისზე.

Facebook კომენტარები