ცელულიტი მარტო იმ მანდილოსნებს არ აქვთ, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს და მას მხოლოდ ერთი ვარჯიშის შესრულება არ შველის. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

1. ყველაზე მთავარი – დამოკიდებულება

ეს ყველამ იცის, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა აქცევს ყურადღებას. იმისთვის, რომ სხეულის ფორმა შეცვალოთ რაც შეიძლება ხშირად წარმოიდგინეთ თქვენი თავი ისეთად, როგორიც გსურთ, რომ იყოთ. ეს ფსიქოლოგიურად დაგეხმარებათ.

2. ნუ დაკარგავთ ნურცერთ დღეს

დაისახეთ მიზანი და მიჰყევით მას. ნუ გამოტოვებთ ნურცერთ დღეს, იბრძოლეთ, რომ სასურველად რაც შეიძლება მალე გამოიყურებოდეთ.

3. მასაჟი და სკრაბი – შენი სილამაზის საიდუმლო!

ანტიცელულიტური მასაჟი – ეს ნამდვილი ხელოვნებაა. თუ მასაჟისტთან სიარულის შესაძლებლობა არ გაქვთ მაშინ მასაჟი თავად გაიკეთეთ. პრობლემური ადგილები 10–15 წუთის განმავლობაში დაიმუშავეთ. მეტი ეფეტის მისაღწევად მასაჟი სკრაბით ან ზღვის მარილით დაიმუშავეთ.

4. ხშრად სვით წყალი

თუ ისე ივარჯიშებთ, რომ წყალს არ დალევთ, თქვენი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდება.

5. პრობლემური ადგილების პოლიეთილენით შეხვევა სინამდვილეში მართლაც ეფექტურია

სახლის პირობებში ცელულიტთან ბრძოლისას შეგიძლიათ პრობლემური ადგილები პოლიეთილენით შეიხვიოთ. ამისთვის პოლიეთილენი, თაფლი და აბანოს პირსახოცი დაგჭირდებთ. კანი სკრაბით კარგად გაიწმინდეთ, წაისვით თაფლი, შეიხვიეთ პოლიეთილენით და ბოლოს პირსახოცით. ასე ფორები ცხიმისგან და შლაკებისგან იწმინდება და იკვებება.

6. გჯეროდეს გამარჯვების!

დასახულ მიზანს ბოლომდე მიჰყევით და ყველაფერი გამოგივათ. მთავარია არ დანებდეთ!

 

Facebook კომენტარები