ვაშლის ძმრისა და თაფლის ნარევი ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია. ის ამსუბუქებს სახსრების ტკივილს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ყელის ქრონიკული ტკივილისთვის უებარი წამალია.

თუ მიქსტურას ყოველ დილით მიირთმევთ, თქვენ:

1. ყაბზობა და დიარეა აღარ შეგაწუხებთ;

2. წონაში დაიკლებთ;

3. თავს უფრო მეტად ენერგიულად იგრძნობთ, ვიდრე ჩვეულებრივ;

4. სუნთქვა გაგიუმჯობესდებათ.

მიქსტურის მომზადების წესი:

1. ერთ ფინჯან ცხელ წყალში ჩაასხით 1 ჩ/კ (შეგიძლიათ, 1 ს/კ) ვაშლის ძმარი და დაამატეთ 1 ჩ/კ სუფთა ნატურალური გაუფილტრავი თაფლი;

2. მოურიეთ და ცოტა ხანი, ასე გააჩერეთ;

3. რამდენიმე წუთის შემდეგ, ნარევი დალიეთ. ერთბაშად არ დალიოთ, მიირთვით ისე, თითქოს ჩაის სვამდეთ;

4. მიქსტურის მიღების შემდეგ, 1 საათის განმავლობაში მიირთვით დაახლოებით 1 ლ. წყალი;

5. ამის შემდეგ, ისაუზმეთ.

გაითვალისწინეთ: ძმარი შესაძლოა, რეაქციაში შევიდეს შარდმდენ, საფაღარათო, დიაბეტისა და გულის სამკურნალო პრეპარატებთან, ამიტომ, ნარევის მიღებამდე, თქვენს ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიაროთ!

 

Facebook კომენტარები