DIY Rose Body Scrub | Video | POPSUGAR Beautyიმის ნაცვლად, რომ ძვირადღირებულ საშუალებებში გადაიხადოთ ფული, რატომ არ ცდიდით ნატურალურ, სახლის პირობებში დამზადებულ პროდუქციას? დღევანდელი ჩვენი რეცეპტი არის კანის სკრაბის რეცეპტი, რომელიც იდეალურია მშრალი კანისთვის და ასევე, არბილებს სხეულის უხეშ ადგილებს, როგორიცაა იდაყვები და მუხლისთავები.

დაგჭირდებათ:

– ½ ფინჯანი თეთრი შაქარი

– ¼ ფინჯანი საბავშვო ზეთი

– ვარდის 12 ცალი ფურცელი

მართალია, შაქრის უამრავი სკრაბი არსებობს, მაგრამ რაც ამ რეცეპტს განსაკუთრებულად ეფექტურს ხდის, ეს ვარდის ფურცლებია.

 

იქამდე კი, გავეცნოთ სხვა რეცეპტებსაც:

კანის ეს პოპულარული სკრაბი შედგება ლაიმისა და ქოქოსის კარაქისაგან. ის გამოიყენება ცხიმიანი კანისთვის და შეიცავს ეფექტურ შემკვრელ ნივთიერებებს.

მეორე რეცეპტი არის კლასიკური, ყავის რეცეპტი: ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ეფექტურია პრობლემური კანისთვის.

ლიმონისა და პიტნის შაქრის სკრაბი თქვენს დღეს, მხოლოდ ციტრუსისთვის დამახასიათებელ პიკანტურობას შეჰმატებს.

ახლა კი, ვნახოთ ვიდეო, რათა გავიგოთ, როგორ დავამზადოთ ზემოთ ნახსენები ჩინებული სკრაბი.

ისიამოვნეთ!

Facebook კომენტარები