კვერცხის ამ ჯანსაღი დიეტით 1 კვირაში 10 კილოზე მეტს დაიკლებთ მარტივად

2122

 

თუკი სწრაფად და ეფექტურად გსურთ წონაში დაკლება, მაშინ შეგიძლიათ ეს მარტივი და ჯანსაღი კვერცხის დიეტა გამოიყენოთ, რომელიც არ დააზიანებს თქვენს ჯანმრთელობას. კვერცხი შეიცავს ცილებსა და მიკროელემენტებს, რომლებიც თქვენს ორგანიზმს გამოფიტვისგან დაიცავს და თანაც წონის კლების პროცესს უფრო ეფექტურს გახდის:

 

ორშაბათი

საუზმეზე უნდა მიირთვათ: 2 მოხარშული კვერცხი, 2 ფორთოხალი და 1 ჭიქა უცხიმო რძე;
სადილი: 1 ჭიქა იოგურტი და 300 გრამი მოხარშული ქათმის მკერდი.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ქათმის მკერდი, რომელსაც უნდა მიაყოლოთ 1 მოხარშული კვერცხი და 1 ფორთოხალი.

სამშაბათი

საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი 1 ჭიქა ლიმონიანი წყალთან ერთად.
სადილი: 200 გრამი მოშუშული თევზი და მასთან ერთად 1 გრეიფრუტიც.
ვახშამი: გემრიელად მოხარშული 3 ცალი კვერცხი.

ოთხშაბათი

საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, 1 ჭ ფორთოხლის წვენი
სადილი: 200 გ მოხარშლი საქონლის ხორცი ბოსტნეულით, 1 ფორთოხალი.
ვახშამი: 3 მაგრად მოხარშული კვერცხი

ხუთშაბათი

საუზმეზე მიირთვით 3 ცალი კვერცხით და მწვანილით მომზადებული გემრიელი ომლეტი და მიაყოლეთ მას რძიანი ყავა.
სადილი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი და 1 ფორთოხალი
ვახშამზე გაანებივრეთ თავი 1 მოხარშული კვერცხით და 2 ფორთოხალით.

პარასკევი

საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, რომელსაც უნდა მიაყოლოთ არაჟნით გაფორმებული სტაფილოს სალათი
სადილი: 1 ფორთოხალი და მასთან ერთად 2 უმი სტაფილო
ვახშამი: 1 მოხარშული კვერცხი და 200 გრამი თევზი

შაბათი

საუზმეზე დალიეთ 1 ჭიქა იოგურტი და მიაყოლეთ მას 1 ფორთოხალი
სადილზე მიირთვით 2 მოხარშული კვერცხი და დააყოლეთ 2 ფორთოხალი
ვახშამზე მიირთვით მხოლოდ 1 ჭიქა წყალი

კვირა

საუზმე: ნახევარი ფორთოხალი 2 თოხლოდ მოხარშულ კვერცხთან ერთად
სადილი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი და ნახევარი ფორთოხალი, რომელსაც უნდა მიაყოლოთ 1 ვაშლი
ვახშამზე უნდა დაკმაყოფილდეთ მხოლოდ 1 ჭიქა კეფირის დალევით.

ამ დიეტის გამოცდისას აუცილებელია მიიღოთ რაც შეიძლება ბევრი წყალი, ასევე ისეთი სითხეები როგორიცაა მწვანე ჩაი და ყავა უშაქროდ. ასევე რთულ დღეებში შეგიძლიათ თქვენს საჭმელს დაუმატოთ სხვადასხვა სუნელი, რითაც გააუმჯობესებთ მათ გემოს და ნივთიერებათა ცვლას.

Facebook კომენტარები
avia biltebi