საბედნიეროდ, ბუნებაში მოიძებნება ისეთი ნატურალური საშუალებები, რომლებითაც შესაძლებელია კბილების გათეთრება და ძვირიც არ ღირს. ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა აქტივირებული ნახშირი, მისი ყიდვა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.

ნახშირი ხელით დაფხვენით და ცოტაოდენი რაოდენობა კბილის ჯაგრისზე მოათავსეთ, შემდეგ, კბილები, 3-5 წუთის განმავლობაში, წრიული მოძრაობებით გაიხეხეთ. ბოლოს კი, პირის ღრუ წყლით გამოირეცხეთ. ეს პროცედურა ყოველ დილით გაიმეორეთ. შედეგი ნამდვილად სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

Facebook კომენტარები