ჩვენ საჭმელს შესანახად მაცივარში ვინახავთ. თუმცა იცოდით, რომ ზოგიერთი პროდუქტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთ მაცივარში ?მაგალითად, კარტოფილი ცივ ადგილას არ უნდა შეინახოთ. ამ დროს კარტოფილის სახამებელი შაქრად გარდაიქმნება. როცა მაცივარში ნადებ კარტოფილს წვავთ, სახამებელი, რომელიც შაქარი გახდა უერთდება კარტოფილის ამინომჟავას და წარმოქმნის აკრილამიდს. ის კი კიბოსთან არის დაკავშირებული. მაცივრის ნაცვლად ის შეგიძლიათ დადოთ ბნელ ადგილას. გამოიყენეთ პლასტიკური პარკის ნაცვლად ქაღალდის პარკი. ეს კარტოფილს დაიცავს დალპობისგან.

არ შეინახოთ მაცივარში პომიდორი. პომიდვრის მაცივარში შენახვა მისი გემოს დაკარგვას იწვევს. ასევე, მაცივრის ტემპერატურა ხილის კედლების მემბრანებს ანადგურებს.

სხვა პროდუქტები, რომლებიც მაცივარში არ უნდა შეინახოთ:

პური – მაცივარში პური უფრო სწრაფად შრება და ხმება, ამიტომ მოათავსეთ მშრალ ადგილას.

ხახვი და ნიორი – შეინახეთ ბნელ და მშრალ ადგილას

ავოკადო – თუ კარგად დამწიფებულ ავოკადოს იყიდით, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ის მაცივარში შეინახოთ. მაგრამ, თუ თქვენს ავოკადოს დამწიფება აკლია, მაცივარში შენახვა ამ პროცეს შეაჩერებს.

თაფლი – თაფლი თითქმის არასდროს ძველდება, ამიტომ მისი მაცივარში მოთავსების საჭიროება არ არის. ამასთანავე, ცივი ტემპერატურა თაფლის ჩაშაქრებას გამოიწვევს, რაც საჭმელად არც თუ ისე სასიამოვნოა.

საზამთრო და ნესვი – ორივე ხილი ოთახის ტემპერატურაზე ინარჩუნებს თავის არომატს და უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ვიდრე მაცივარში შენახვისას. საზამთრო და ნესვი მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ მოათავსოთ მაცივარში, როცა დაჭრით.

ყავა – მაცივრის ტემპერატურა ყავას არომატს უკარგავს. ამიტომ, მოათავსეთ ის ბნელ ადგილას.

ბანანი – მაცივარი ბანანის ლპობას იწვევს. ასევე, ცივი ტემპერატურა ანადგურებს საკვებ ნივთიერებებს.

Facebook კომენტარები