ორწინება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს ორი ადამიანის თანაცხოვრებაა, რომელიც ორმხრივ პატივისცემაზე უნდა იყოს დამყარებული. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ვარსკვლავები განსაზღვრავენ ყველაფერს და მათ შორის იმასაც, თუ როგორი ცოლი იქნებით. მაშ ასე, ვნახოთ ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც საუკეთესო ცოლები არიან.

მერწყული

Ჰოროსკოპი 2016 წლისთვის, მამაკაცი ...

ურთიერთობის დასაწყისში მერწყული ქალები წინდახედულები არიან. მათთვის მთავარი ღირებულება დამოუკიდებლობაა და სურთ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც თავად უნდათ. დამოუკიდებლობის დაკარგვა  ყველაზე მტკივნეულია.

მიუხედავად ამისა, როცა განსაკუთრებულ ადამიანს შეხვდებიან, ისინი მთლიანად მასზე არიან კონცენტრირებულნი. მერწყული ქალი  მეუღლისადმი ყოველთვის გულწრფელია, ამასთანავე, ერთგულებით გამოირჩევა, იღებს პარტნიორს ისეთს, როგორიც სინამდვილეშია, უყვარს თავისი ნაკლოვანებებით.

ვერძი

რატომ არიან ვერძები სხვებისგან გამორჩეულები?

ვერძი ქალები ბუნებით საქმეზე კონცენტრირებულები არიან. დროის ძირითად ნაწილს მუშაობენ, რათა მიზანს მიაღწიონ, ამიტომაც პოტენციური პარტნიორისთვის რთულია მათი ყურადღების მიპყრობა. მიუხედავად ამისა, როცა ვინმე ვერძი ქალის ყურადღებას მიიპყრობს, ის აუცილებლად გამონახავს თავის მძიმე განრიგში დროს საყვარელი ადამიანისთვის.

ვერძ ქალთან ქორწინება  სიყვარულით სავსე თანაცხოვრობას ნიშნავს. მის პარტნიორს ყოველთვის აქვს დაცულობის განცდა. ისინი ერთად იზრდებიან როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად. მხარს უჭერს პარტნიორს წარმატების მიღწევაში და მიზნისკენ მიმავალ გზაზე მისი მთავარი გულშემატკივარია.

კირჩხიბი

რუსა გელაშვილი | Ambebi.GE

კირჩხიბები განსაკუთრებულად მოსიყვარულე და მზრუნველები არიან, თუმცა ხანდახან ეშინიათ ურთიერთობის დაწყების. ეს ქალები განსაკუთრებული მგრძნობიარე ბუნებით გამოირჩევიან და ხშირად გულის გატეხვის შიშის გამო, უარს ამბობენ ურთიერთობაზე.

მაგრამ თუ შეუყვარდათ, სიყვარული მათთვის მთავარი ხდება. კირჩხიბი ქალისთვის მეუღლე სამყაროს ცენტრია. მოსწონს, როცა საყვარელი ადამიანის ღიმილის მიზეზია. არ იღლება მასზე ზრუნვით.

ლომი

OK! ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ...

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს მალე უყვარდებათ და სწრაფადვე ამთავრებენ ურთიერთობას, რადგანაც მოსწონთ ყველაფრის კონტროლი. მიუხედავად ამისა, როცა ლომი ქალი თავის შესაფერ ადამიანს შეხვდება, სწავლობს როგორ დაივიწყოს მცირედით მაინც ის, რომ მეფეა. მას უყვარს ვნებიანად. შეუძლია პარტნიორის დასაცავად ყოველ დღე იჩხუბოს. ერთგული და სანდო ცოლია. შეყვარებული ლომისთვის რომანტიკულ პარტნიორზე ღირებული ამქვეყნად არაფერია.

Facebook კომენტარები