ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში სხვადასხვა სახის ნაკლოვანება. მათ შორის ტყუილის თქმისკენ მიდრეკილებაც შედის. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი ამ ნაკლს ხში­რად ერ­თობ ორი­გი­ნა­ლურ და რაც მთა­ვა­რია, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ ახ­სნა­საც უძებ­ნის “ხან­და­ხან სას­ტიკ სი­მარ­თლეს ლა­მა­ზი ტყუ­ი­ლი ჯო­ბია სი­ტუ­ა­ცი­ის გან­სა­მუხ­ტა­ვა­დო”. არ ვიცი, რამ­დე­ნად ეთან­ხმე­ბით ამ­გვარ მო­საზ­რე­ბას, თუმ­ცა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვი­თაც შე­გიძ­ლი­ათ მარ­ტი­ვად გან­სა­ზღვროთ თუ ვის­გან უნდა ელო­დოთ აფე­რის­ტულ გა­მოხ­ტო­მებს…

ვერ­ძი – ტყუ­ლის თქმა არც უყ­ვარს და არც ეხერ­ხე­ბა. თუკი გა­რე­მო­ე­ბა მა­ინც აი­ძუ­ლებს იც­რუ­ოს, წა­მის მე­ა­სედ­ში ავი­წყდე­ბა რა და რო­გორ თქვა. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ­ძის ნათ­ქვამ ტყუ­ილს არა­თუ მოკ­ლე, ფე­ხე­ბი სა­ერ­თოდ არ აქვს.

კურო – ტყუ­ი­ლი და აფე­რის­ტო­ბა რო­გორც წესი ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს. თუმ­ცა, როცა სი­ტუ­ა­ცია აი­ძუ­ლებს ამას, და­მა­ჯე­რებ­ლად და მშვი­დი ტო­ნით იტყუ­ე­ბა. თა­ნაც ისე, რომ სა­მო­მავ­ლოდ ვე­რა­სო­დეს გა­მო­ტე­ხავთ ჩა­დე­ნილ საქ­ცი­ელ­ში

ტყუ­პი – შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ტყუ­ი­ლის თქმის ხე­ლოვ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით ხა­რისხში აქვს აყ­ვა­ნი­ლი. იტყუ­ე­ბა ოს­ტა­ტუ­რად, ხა­ტოვ­ნად და მთე­ლი გუ­ლით. ძა­ლი­ან უყ­ვარს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­ლა­მა­ზე­ბა და გაზ­ვი­ა­დე­ბა. თუმ­ცა, ხში­რად თა­ვად­ვე ერე­ვა რა არის ტყუ­ი­ლი და რა მარ­თა­ლი. ამი­ტომ ზოგ­ჯერ სა­კუ­თა­რი ტყუ­ი­ლის მსხვერ­პლიც ხდე­ბა.

კირჩხი­ბი – ინ­ტრი­გე­ბის ხლარ­თვის დი­დოს­ტა­ტი და და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი აფე­რის­ტია, როცა საქ­მე ამას მო­ი­თხოვს. კირჩხიბ­ზე უკეთ არა­ვის ძა­ლუძს თავი უცოდ­ველ მსხვერ­პლად მო­აჩ­ვე­ნოს ხალ­ხს. ამას­თან ერ­თად, მისი ტყუ­ი­ლი, ყო­ველ­თვის კარ­გად და­გეგ­მილ-გა­აზ­რე­ბულ სცე­ნარს ეფუძ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კირჩხიბს გა­მო­ჭე­რა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. მას ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა მყა­რი ალი­ბი სა­კუ­თა­რი “უმ­წიკ­ვლო­ბის” და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

ლომი – ტყუ­ი­ლი და აფე­რის­ტო­ბა არ­ცთუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ღირ­სე­ულ საქ­ცი­ე­ლად მი­აჩ­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, იშ­ვი­ა­თად ცრუ­ობს. მაგ­რამ, როცა საქ­მე მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და კა­რი­ე­რულ მიღ­წე­ვებს ეხე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ერთი ორი ფაქ­ტი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ან სი­მარ­თლეს­თან არ­ცთუ მთლად ახ­ლოს იყოს მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში.

ქალ­წუ­ლი – შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბა ტყუ­ი­ლის თქმაც და აფე­რის­ტო­ბაც. უფრო მე­ტიც, იგი წი­ნას­წარ გათ­ვლის იმას, თუ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მი ესა თუ ის ფრა­ზა, სა­მო­მავ­ლოდ რა შე­დე­გებს მო­უ­ტანს და სი­ტუ­ა­ცია რო­გო­რი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბა ამის შემ­დეგ. მისი სიც­რუ­ე­ში გა­მო­ჭე­რა არამ­ხო­ლოდ რთუ­ლი, ხში­რად შე­უძ­ლე­ბე­ლიც კია, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ ქალ­წუ­ლი დე­ტა­ლე­ბის სი­ზუს­ტით გეგ­მავს ყვე­ლა­ფერს.

სას­წო­რი – რო­გორც წესი იშ­ვი­ა­თად იტყუ­ე­ბა, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა პრინ­ცი­პუ­ლი ბრძო­ლაა სა­ჭი­რო ან ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მას სი­თა­მა­მის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მოვ­ლე­ნა მო­ე­თხო­ვე­ბა, ურ­ჩევ­ნია თა­ვის ტკი­ვი­ლი მო­ი­მი­ზე­ზოს სა­კუთ­რი პა­სი­უ­რო­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად. მი­ზე­ზი ყო­ველ­თვის მისი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბაა. ასე ცდი­ლობს იგი “არც მწვა­დი დაწ­ვას, არც შამ­ფუ­რი”.

მო­რი­ე­ლი – იგი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის უბად­ლო დი­დოს­ტა­ტია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუკი საქ­მე მო­ი­თხოვს და მის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის, მო­რი­ე­ლი უპ­რობ­ლე­მოდ მი­დის ტყუ­ილ­სა და აფე­რის­ტო­ბა­ზე. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერ ამას დახ­ვე­წი­ლად და გა­აზ­რე­ბუ­ლად აკე­თებს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მო­მავ­ლოდ მისი რე­ა­ლუ­რი ზრახ­ვე­ბის შე­სა­ხებ ძნე­ლად თუ ვინ­მეს ეცო­დი­ნე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა შე­ფუ­თუ­ლი.

მშვილ­დო­სა­ნი – სა­ვა­რა­უ­დოდ დღე-ღა­მე­ში 20 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად იტყუ­ე­ბა. თუმ­ცა, თა­ვად ამ საქ­ცი­ელს “ოპ­ტი­მის­ტურ ვა­რა­უ­დებს” უწო­დებს. იგი ყვე­ლას, ყვე­ლა­ფერს ჰპირ­დე­ბა და იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში მტკი­ცედ სჯე­რა, რომ და­ნა­პი­რებს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ას­რუ­ლებს. თუმ­ცა, შემ­დგომ­ში გა­რე­მო­ე­ბე­ბი ყო­ველ­თვის მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ლაგ­დე­ბა და მშვილ­დო­სანს და­ნა­პი­რე­ბის დარ­ღვე­ვა უწევს. მაგ­რამ მის ამ საქ­ცი­ელს რომ ტყუ­ი­ლი უწო­დოთ, გულ­წრფე­ლად გა­გი­ნა­წყენ­დე­ბათ. რა მისი ბრა­ლია, თუ მუდ­მი­ვად გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბი იჩე­ნენ ხოლ­მე თავს?!.

თხის რქა – ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და ფრთხი­ლია. ტყუ­ი­ლე­ბი ზო­გა­დად არ უყ­ვარს, მაგ­რამ როცა გა­რე­მო­ე­ბა მო­ი­თხოვს ძალ­ზე მშვი­დად, აუ­ღელ­ვებ­ლად და ოს­ტა­ტუ­რად შე­უძ­ლია აფე­რის­ტო­ბა. ამას­თან ერ­თად, ტყუ­ილ­ში რომც გა­მო­ი­ჭი­როთ, ია­რა­ღის მუ­ქა­რი­თაც არ აღი­ა­რებს იმას, რომ თქვენ წი­ნა­შე დამ­ნა­შა­ვეა.

მერ­წყუ­ლი – მის ტვინ­ში ისე­თი ქა­ო­სია, რომ ხში­რად თა­ვად ვერ გა­ურ­კვე­ვია რა არის ტყუ­ი­ლი და რა მარ­თა­ლი. ამას­თან ერ­თად, იგი ხში­რად უს­წრებს აზ­როვ­ნე­ბით სა­კუ­თარ დრო­სა და ეპო­ქას. ამი­ტომ თუ ამ­ტკი­ცებს, რომ მალე კა­ცობ­რი­ო­ბა ვი­ქენ­დე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად მარსზე არ­სე­ბულ კლუ­ბებს მი­ა­შუ­რებს ეს ტყუ­ი­ლი სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ, არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას­თან შე­უ­სა­ბა­მო ჰი­პო­თე­ზაა.

თევ­ზე­ბი – ტყუ­ი­ლი მის­თვის ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი გერ­მო­ე­ბაა. თუმ­ცა, თევ­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფერ ამას ტყუ­ი­ლი კი არა, რე­ა­ლურ­სა და სა­სურ­ველს შო­რის ზღვა­რის და­კარ­გვა ჰქვია. ამ ხალ­ხს ხში­რად თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა და ილუ­ზი­ე­ბით ცხოვ­რე­ბა ურ­ჩევ­ნია, რე­ა­ლო­ბის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბას.

Facebook კომენტარები