თუ ყოველდღიურად, ძილის წინ სახეზე ამ ნიღაბს წაისვამთ, ცოტა ხანში ნაოჭები გაგიქრებათ, სახე გადაგეტკიცებათ და სახის ფერი გაგიუმჯობესდებათ.ნიღაბი ორი ყველაზე ხელმისაწვდომი ინგრედიენტისგან – გლიცერინისა და E ვიტამინისგან – კეთდება. ორივე აფთიაქში იყიდება.30 გრამ გლიცერინს შეურიეთ E ვიტამინის 10 კაფსულა. კარგად მოურიეთ და ჯადოსნური ნიღაბიც მზადაა.

წასმამდე სასურველია, სახე დაიბანოთ და გაიკეთოთ მსუბუქი მასაჟი. როცა ნიღაბს სახეზე წაისვამთ, შეიძლება წებოვნების შეგრძნება გაგიჩნდეთ, მაგრამ ეს კარგია, ე.ი. კანმა გლიცერინი შეიწოვა და თქვენი გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო.

Facebook კომენტარები