ჰარვარდისა და ორეგონის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცირკადული რითმები აიძულებს ადამიანებს საღამოს ჭამონ ტკბილი, მარილიანი და სახამებელის შემცველი საკვები.

სპეციალისტების მტკიცებით, ღამით ჭამას რომ გადავეჩვიოთ, უნდა ვისაუზმოთ. მეცნიერების მტკიცებით საუზმის მიღებისას ადამიანები დღის განმავლობაში უფრო დოზირებულად მიირთმევენ და შედარებით იშვიათად აღენიშნებათ ჭარბი წონა. ექსპერტების აზრით, მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით ცილისა და უჯრედისის მიღება. ვახშამი კი უნდა იყოს დაბალანსებული და არც ნაადრევი.

მეცნიერები ასევე გვირჩევენ, რომ საღამოს დიდი დრო არ გავატაროთ ტელევიზორის, პლანშეტის ან სმარტფონის ეკრანთან, რადგანაც დიდია ნაყროვანების რისკი.

Facebook კომენტარები