ასპირინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, მას ძრითადად ტკივილის გასაყუჩებლად იყენებენ, თუმცა დანიშნულების ჩამონათვალი ბევრად უფრო ფართოა. ჩვენ გთავაზობთ ასპირინის გამოყენების სხვა და სხვა მეთოდებს, ყურადღებით წიაკითხეთ…
1. ასპირინი ყვავილებისთვის

ალბათ ყველას გწყდებათ გული, როდესაც ულამაზესი თაიგული სწრაფად იწყებს ჭკნობას. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი წყალში გამოყოფენ ეთილენს. დაუმატეთ წყალს 2 დაფშვნილი ასპირინი, ეს დაეხმარება ყვავილებს უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნონ ლამაზი სახე.
2. მწერების ნაკბენები

თუ მწერმა გიკბინათ და გრძნობთ ტკივილის, ნაკბენი კი გისივდებათ , საკმარისია დაისველოთ ნაკბენი და წაისვათ მასზე ასპირინის აბი. რამდენიმე წუთის შემდეგ იგრძნობთ შემსუბუქებას.

3. თმის მკურნალობა
თმა რომ უფრო რბილი და მბზინვარე გახდეს, სულაც არ არის საჭირო ძვირად ღირებული საშუალებების შეძენა, საკმარისია იყიდოთ ჩვეულებრივი ასპირინი. ყოველთვის, როცა თავის დაბანას დააპირებთ შამპუნის ერთჯერად პორციაში გახსენით ორი აბი ასპირინი. დაელოდეთ მათ ბოლომდე გახსნას, შემდეგ კი გამოიყენეთ. 3 კვირის შემდეგ საოცარ შედეგს მიიღებთ!

4. ოფლის ლაქები

ღია ფერის ნაჭრიდან ოფლის ლაქების მოშორება საკმაოდ რთულია. დაფშვენით ასპირინის 2 აბი და შეურიეთ სარეცხ ფხვნილთან ერთად წყლით სავსე ჭიქაში. დაასველეთ ამ ხსნარში ტანსაცმელი და გააჩერეთ ორი საათით, შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხეთ.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გაიმარტივეთ ცხოვრება!

 

Facebook კომენტარები